Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეს არის ჩვენი ოცნება ჩვენი ბრძოლა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს - სუბარი
Regions.ge
26 May 2016, 16:20
ეს დღე ვერასდროს იქნება ბოლომდე სადღესასწაულო, რადგან ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია, _ ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. "26 მაისი არის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაული ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენთვის. მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამემამულეს, ყველა ჩვენს მეგობარს. ეს არის დღე, რომელისთვისაც იბრძოდა ჩემი თაობა; დღე, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ათწლეულების განმავლობაში და სისხლს ღვრიდნენ. ეს დღე დადგა. ეს წელი გამორჩეულია იმით, მოედანზე, რომელსაც ადრე ლენინის მოედანი ერქვა და ოკუპაციის სიმბოლო იყო, დღეს თავისუფლების მოედანი ჰქვია  და ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იქ ნატო-ს ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა მარშირებენ. ამავდროულად, ეს დღე ვერასდროს იქნება ბოლომდე სადღესასწაულო, რადგან ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია; სანამ არის  ათასობით ადამიანი საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება. ეს არის ჩვენი ოცნება ჩვენი ბრძოლა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, ყველა დევნილი საკუთარ სახლს დაუბრუნდეს", _ განაცხადა სუბარმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
26.05.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი